დამთავრდა ჩვენი შრომატევადი,ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი ინტელის ტრენინგები. სასიამოვნო იყო ჩვენი დავალებების- პროექტის პრეზენტაციების მოსმენა და უკუკავშირი ქალბატონი ლალისა და კოლეგებისგან.შენიშვნები, რეკომენდაციები იყო შესაბამისი და ობიექტური. გადავხედეთ და მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტპოლიოებიც .ჩამოვტვირთეთ ფასილიტაციის და რუბრიკების ნიმუშებიც.დიდი მადლობა უსაზღვრო და უშურველი ენერგიის მქონე ქალბატონ ლალის!!!!
პროექტზე დაფუძნებული სწავლება
ინტელის სასწავლო კურსი
Thursday, 6 July 2017
Tuesday, 4 July 2017
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღეც ისეთივე აქტიური და შრომატევადი იყო,როგორც სხვა დღეები,განვიხილეთ დავალებები-მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია,მივიღეთ უკუკავშირი,ვისწავლეთ დრაივიდან ბლოგზე მოსწავლის პრეზენტაციის გადატანა,დავალებად გვაქვს პროექტის გეგმის შაბლონის დასრულება და შეფასების რუბრიკის შევსება..
Monday, 3 July 2017
Sunday, 2 July 2017
მეექვსე დღის რეფლექსია
როგორც ყოველთვის,დღესაც მთელი დატვირთვით ვიმუშავეთ, გავარჩიეთ საშინაო დავალებები,ანუ, უკუკავშირი მივიღეთ მწვრთნელისგან, ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციისთვის სლაიდების,სქემებისა და დიაგრამების გაკეთება.
Tuesday, 27 June 2017
მეხუთე დღის რეფლექსია
საკმაოდ შრომატევადი დღე გვქონდა,ვისწავლეთ,როგორ ვიმუშაოთ ბლოგზე,როგორ ჩავამატოთ გვერდები,როგორ გავასაჯაროოთ პორტპოლიო,გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს,რომლის შევსებაც გვაქვს საშინაო დავალებად,საინტერესო სამუშაოებია.
Monday, 19 June 2017
lalig-inteledu.blogspot.com
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
ზოგადი-რა არის სიყვარული?
თემატური 1.როგორ ცვლის ეკონომიკა ადამიანების დამოკიდებულებას სიყვარულის მიმართ?
2. რამდენად შეიცვალა დღეს "დარისპანის გასაჭირის"პერსონაჟებისეული ზედმეტად პრაგმატულობა სიყვარულისა და ოჯახის მიმართ ?
შინაარსობრივი 1.რომელი ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენელია დავით კლდიაშვილი?
2.რა არის დამახასიათებელი რეალიზმისთვის?
ზოგადი-რა არის სიყვარული?
თემატური 1.როგორ ცვლის ეკონომიკა ადამიანების დამოკიდებულებას სიყვარულის მიმართ?
2. რამდენად შეიცვალა დღეს "დარისპანის გასაჭირის"პერსონაჟებისეული ზედმეტად პრაგმატულობა სიყვარულისა და ოჯახის მიმართ ?
შინაარსობრივი 1.რომელი ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენელია დავით კლდიაშვილი?
2.რა არის დამახასიათებელი რეალიზმისთვის?
მეოთხე დღის რეფლექსია
გავიხსენეთ წინა მასალა,გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ტიპებს,ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის თემასთან დაკავშირებული კითხვების ფორმულირებაზე,მოგვეცა საშინაო დავალება.
Subscribe to:
Posts (Atom)