Thursday 6 July 2017

ინტელის ტრენინგების დასასრული

დამთავრდა ჩვენი შრომატევადი,ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი  ინტელის ტრენინგები. სასიამოვნო იყო ჩვენი დავალებების- პროექტის პრეზენტაციების მოსმენა და უკუკავშირი ქალბატონი ლალისა   და კოლეგებისგან.შენიშვნები, რეკომენდაციები იყო შესაბამისი და ობიექტური. გადავხედეთ  და მოვაწესრიგეთ  ჩვენი პორტპოლიოებიც    .ჩამოვტვირთეთ ფასილიტაციის და  რუბრიკების ნიმუშებიც.დიდი მადლობა  უსაზღვრო და უშურველი ენერგიის მქონე ქალბატონ ლალის!!!!  

Tuesday 4 July 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი  დღეც  ისეთივე აქტიური და შრომატევადი  იყო,როგორც  სხვა დღეები,განვიხილეთ დავალებები-მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომის პრეზენტაცია,მივიღეთ უკუკავშირი,ვისწავლეთ დრაივიდან  ბლოგზე  მოსწავლის  პრეზენტაციის გადატანა,დავალებად  გვაქვს პროექტის გეგმის შაბლონის დასრულება და  შეფასების  რუბრიკის შევსება..

Sunday 2 July 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

როგორც ყოველთვის,დღესაც მთელი დატვირთვით   ვიმუშავეთ, გავარჩიეთ საშინაო დავალებები,ანუ, უკუკავშირი მივიღეთ მწვრთნელისგან, ვისწავლეთ მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციისთვის  სლაიდების,სქემებისა და  დიაგრამების გაკეთება.

Tuesday 27 June 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

საკმაოდ შრომატევადი დღე გვქონდა,ვისწავლეთ,როგორ ვიმუშაოთ ბლოგზე,როგორ ჩავამატოთ გვერდები,როგორ გავასაჯაროოთ პორტპოლიო,გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს,რომლის შევსებაც გვაქვს საშინაო დავალებად,საინტერესო სამუშაოებია.


Monday 19 June 2017

lalig-inteledu.blogspot.com

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:


ზოგადი-რა არის სიყვარული?

თემატური 1.როგორ ცვლის ეკონომიკა ადამიანების დამოკიდებულებას სიყვარულის მიმართ?

           2. რამდენად შეიცვალა დღეს "დარისპანის გასაჭირის"პერსონაჟებისეული ზედმეტად პრაგმატულობა სიყვარულისა და ოჯახის მიმართ ?
 
   შინაარსობრივი 1.რომელი ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენელია დავით კლდიაშვილი?
                     2.რა არის დამახასიათებელი   რეალიზმისთვის?

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ წინა მასალა,გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ტიპებს,ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის თემასთან დაკავშირებული კითხვების ფორმულირებაზე,მოგვეცა საშინაო დავალება.