საკმაოდ შრომატევადი დღე გვქონდა,ვისწავლეთ,როგორ ვიმუშაოთ ბლოგზე,როგორ ჩავამატოთ გვერდები,როგორ გავასაჯაროოთ პორტპოლიო,გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს,რომლის შევსებაც გვაქვს საშინაო დავალებად,საინტერესო სამუშაოებია.
Tuesday, 27 June 2017
Monday, 19 June 2017
lalig-inteledu.blogspot.com
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
ზოგადი-რა არის სიყვარული?
თემატური 1.როგორ ცვლის ეკონომიკა ადამიანების დამოკიდებულებას სიყვარულის მიმართ?
2. რამდენად შეიცვალა დღეს "დარისპანის გასაჭირის"პერსონაჟებისეული ზედმეტად პრაგმატულობა სიყვარულისა და ოჯახის მიმართ ?
შინაარსობრივი 1.რომელი ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენელია დავით კლდიაშვილი?
2.რა არის დამახასიათებელი რეალიზმისთვის?
ზოგადი-რა არის სიყვარული?
თემატური 1.როგორ ცვლის ეკონომიკა ადამიანების დამოკიდებულებას სიყვარულის მიმართ?
2. რამდენად შეიცვალა დღეს "დარისპანის გასაჭირის"პერსონაჟებისეული ზედმეტად პრაგმატულობა სიყვარულისა და ოჯახის მიმართ ?
შინაარსობრივი 1.რომელი ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენელია დავით კლდიაშვილი?
2.რა არის დამახასიათებელი რეალიზმისთვის?
მეოთხე დღის რეფლექსია
გავიხსენეთ წინა მასალა,გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ტიპებს,ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის თემასთან დაკავშირებული კითხვების ფორმულირებაზე,მოგვეცა საშინაო დავალება.
Saturday, 17 June 2017
პროექტის მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ
- დ.კლდიაშვილის"დარისპანის გასაჭირის" შესწავლის შემდეგ გამოკვეთონ პრობლემა,თუ რა არის ოჯახის შექმნის წინაპირობა-გარანტი.
- შეადგინონ კითხვარი,ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლებს ჩამოართვან ინტერვიუები და შეადარონ-შეაპირისპირონ.
- მოიძიონ ძველი და ახალი დროის სასიყვარულო წერილები (ბეჭდურ და ციფრულ წყაროებიდან),
- შეაჯერონ, გააანალიზონ მოძიებული მასალა და ინტერვიუები,გამოკვეთონ ოჯახისთვის მთავარი ფასეულობები.
- დაწერონ ესე - რა არის ჩემთვის ოჯახი?
- შექმნან ბლოგი - ოჯახი სიყვარულია!
მესამე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ პროექტის იდეის სრულყოფაზე, გადავხედეთ ესგ-ს,მოვიძიეთ სტანდარტების შესაბამისი პუნქტები, შევიმუშავეთ პროექტის მიზნები და გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
Sunday, 11 June 2017
სტანდარტები
ქართ.
VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ
საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სვამს კონკრეტულ საკითხს (კონკრეტული
საკითხი ლიტერატურული ნაწარმოებიდან, რაიმე მნიშვნელოვანი რეალური ყოფითი ფაქტის განხილვა,
ისტორიული მოვლენის შეფასება და ა. შ.) და ისმენს სხვების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით;
·
მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის
მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;
·
მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური
დასკვნა;
·
საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად
იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან, სხვადასხვა ფაქტს, სტატისტიკურ მონაცემებს,
ფრაგმენტებს ინტერვიუდან და ა. შ.;
21-საუკუნის უნარ-ჩვევები
21-საუკუნის უნარ-ჩვევები
● საღი მსჯელობა და აღქმა;
● რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
● ინფორმაციის
ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის
ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
Sunday, 4 June 2017
მეორე დღის რეფლექსია
საინტერესო,შრომატევადი და პროდუქტული დღე გვქონდა,ვისწავლეთ პროექტით სწავლის საქაღალდის შექმნა,დოკუმენტების ჩამაგრება,ბლოგის ფონის შეცვლა,რაც ,ვფიქრობ,სახალისოს გახდის გაკვეთილს ,მადლობა მშვიდ და მაღალპროფესიონალ ტრენერს.
პროექტის იდეა
მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია,მტკიცე ოჯახის საფუძველი კი სიყვარული,თუმცა სხვადასხვა დროს სხვადასხვა პრიორიტეტებია ოჯახის შეესაქმნელად. ეკონომიკური მდგომარეობა ხშირად განსაზღვრავს ადამიანების მორალს. დ კლდიაშვილის ნაწარმოებ "დარისპანის გასაჭირის"პერსონაჟების" ზნეობას სწორედ მატერიალური მდგომარეობა აკნინებს იმ წმინდა საკითხთან დაკავშირებით,როგორიცაა ოჯახი, მათ მხოლოდ ანგარება ამოქმედებთ, ეს კი გარკვეული პრობლემაა. საინტერესოა ,დღეს რა ხდება? ამიტომ საკითხის გასარკვევად მოსწავლეები ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლებთან გააკეთებენ ინტერვიუებს,მოიძიებენ ძველი დროის სასიყვარულო წერილებს,თანამედროვე წერილებს,შეადარებენ ერთმანეთს,გამოკვეთენ იმ ფასეულობებს,რომელიც საჭიროა ჭეშმარიტი ოჯახისთვის,იმსჯელებენ დღევანდელობაზე და დაწერენ ესეს თემზე-რა არის ჩემთვის ოჯახის სიმყარის გარანტია?
შექმნიან ბლოგს-ოჯახი-სიყვარული!!!
შექმნიან ბლოგს-ოჯახი-სიყვარული!!!
Subscribe to:
Posts (Atom)